Sunday, August 31, 2014

მესამე დღის რეფლექსია

     დღეს საინტერესოდ წარიმართა მუშაობა, მეორე მოდულის პირველ აქტივობას გავეცანით და შევასრულეთ შესაბამისი სამუშაოები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. 

პროექტის სასწავლო მიზნები

   პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა ბეჭდვითი და ელექტრონული წყაროების გამოყენებით შეძლონ   " წიგნის ისტორიის" შესახებ  ინფორმაციების მოძიება, შეკრება.
    საბაზო საფეხურზე ჩაატარონ კვლევა,  სწავლებისას წიგნის რომელი სახეა მეტად მისაღები და გამოყენებადი, -  ბეჭდური თუ ელექტრონული და გამართონ დებატები.
     მიღებული მონაცემები წარმოადგინონ ბუკლეტის სახით და შემდეგ გამართონ პრეზენტაცია.
    

Saturday, August 30, 2014

პირველი მოდულის შეჯამება

    ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. 

მეორე დღის რეფლექსია

                   
გადავხედეთ ტრენინგის მიზნებს, მოვახდინეთ საპროექტე იდეების გენერირება, ვისწავლეთ ბროშურების აგება, ბლოგზე პოსტების განთავსება, დავაკომენტარეთ კოლეგების პოსტები.
        ტრენერმა გვთხოვა, მოვიტანოთ პირადობის მოწმობის ასლები!

ჩემი პროექტის იდეა

  თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად წიგნი ისევ და ისევ რჩება განათლების მიღების საშუალებად. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს და შეისწავლიან  იმ საკითხებს,   რაც წიგნის განვითარებას შეეხება. პროექტის საშუალებით  თვალს გადაავლებენ წიგნის ისტორიას, - თუ რა გზა განვლო წიგნმა ხელნაწერიდან ელექტრონულ წიგნებამდე.   ჯგუფური მუშაობის საშუალებით შეისწავლიან წიგნის ისტორიას, დაამზადებენ ბროშურას და გამარტავენ პრეზენტციას.